„ბიბისი“ - უკრაინაში ომის წინააღმდეგ რუსეთში დღეს გამართულ აქციებზე 900-დან 1 500-მდე ადამიანი დააკავეს
რუსმა სამართალდამცველებმა ქვეყნის 45 ქალაქში უკრაინაში ომის წინააღმდეგ დღეს გამართულ საპროტესტო აქციებზე, სხვადასხვა მონაცემებით, 900-დან 1 500-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დაკავებულთა შესახებ მონაცემებს დამოუკიდებეული მონიტორინგის ჯგუფები ავრცელებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, საერთო ჯამში, ბოლო დღეების განმავლობაში აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 4 000-ს აჭარბებს.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ დღეს ვლადიმერ პუტინის ოპონენტის, ბორის ნემცოვის მკვლელობის შვიდი წლისთავია. მოსკოვში დაკავებული აქციის მონაწილეები კრემლის სიახლოვეს, სწორედ იმ ადგილას იყვნენ შეკრებილი, სადაც ნემცოვს ესროლეს.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია დღეს სანქტ პეტერბურგში გაიმართა. პროტესტს რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო.