„ბიბისი“ – თეირანში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

23:09, 30.03.2026

ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც ადგილობრივმა წყაროებმა „ბიბისის“ განუცხადეს, ქვეყნის დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის.

„ხუთი ან ექვსი თავდასხმა განხორციელდა ერთმანეთის მიყოლებით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი