„ბიბისი“ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას ერთი ადამიანი დაშავდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციასა და პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მხარდამჭერები რეზიდენციასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც სამართალდამცავები იუნ სოკ იოლის დასაკავებლად მივიდნენ.
ცნობისთვის, სამართალდამცველები სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის დაკავებას მეორედ ცდილობენ. პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი განალაგა.