„ბიბისი“ – საფრანგეთის შსს-ს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 6 547 ადამიანი დააკავეს

23:11, 06.10.2026

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე 6 547 ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია უწყებამ „ბიბისის“ დაუდასტურა.

ფრანგული მედიის ცნობით, მათ შორის დღეს, 6 ოქტომბერს დააკავეს 488 ადამიანი.

სტუდენტური გაერთიანების, L’Union Étudiante-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებში 450 000 ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი აქციებში 250 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„ბიბისის“ ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 2 000 საშუალო სკოლა დაიხურა.

მსგავსი