„ბიბისი“ - რუსული მედია და პროპაგანდისტული სოციალური არხები უკრაინის მხრიდან კონტრიერიშის დაწყების შესახებ იუწყებიან, თუმცა უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია
„ბიბისი“ - რუსული მედია და პროპაგანდისტული სოციალური არხები უკრაინის მხრიდან კონტრიერიშის დაწყების შესახებ იუწყებიან, თუმცა უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია

რუსული მედიისა და პროპაგანდისტული სოციალური არხების ინფორმაციით, უკრაინამ კონტრიერიში დაიწყო, – ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია წერს.

როგორც „ბიბისი“ რუსულ მედიასა და პროპაგანდისტულ სოციალურ არხებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასის რეგიონში, ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით მდებარე პოზიციებს წარმატებით უტევენ. ასევე, იუწყებიან სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დიდი გადაადგილების შესახებ ხარკოვის რაიონში, ლუგანსკის, სვატოვისა და კრემინას რაიონებში საარტილერიო მომზადებაზე.

თუმცა, უკრაინულ მხარეს კონტრიერიშის წამოწყებასთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადასტურება, შეესაბამება თუ არა რეალობას რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.