რუსები ნელა იკავებენ ტერიტორიას ბახმუტის გარშემო, – ამ სათაურით აქვეყნებს „ბიბისი“ ბახმუტიდან რეპორტაჟს, რომელშიც კორესპონდენტი ორლა გერლინი ქალაქში მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მომქედებების შესახებ წერს.
„ორმხრივი ცეცხლი არ წყდება. ქალაქის ზოგიერთ რაიონში უკვე ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინელი სამხედროები კვლავ ინარჩუნებენ ბახმუტს – ყინვისა და ამოწურვის პირას მყოფი საბრძოლო მასალებების მიუხედევად“, – აღნიშნავს „ბიბისის“ კორესპონდენტი.
ჟურნალისტთან საუბარში 93-ე მექანიზირებული ბრიგადის კაპიტანი მიხაილი ამბობს, რომ უკრაინის ძალები ბახმუტში საბრძოლო მასალების უკმარისობას განიცდიან, განსაკუთრებით საარტილრეიო ჭურვების.
„თუმცა, ჩვენ ვუმკლავდებით. ამ ომს ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია – როგორ ვიბრძოლოთ შეზღუდული რესურსებით“, – ამბობს მიხაილი „ბიბისისთან“ ინგერვიუში.
„ბრძოლა ბახმუტისთვის, ეს არის ცალკე ომი ამ ომში. აქ მიმდინარეობდა ინტერვენციის განმავლობაში ყველაზე გაცხარებული ბრძოლები. ახლა კი კრემლის ძალები იკავებენ ტერიტორიას თითოეული მეტრით, თითოეული ცხედრით. აქ საბრძოლევლად აგზავნიან „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ახალ და ახალ ტალღებს. ვრცელდება ცნობები, რომ აქ რუსების ცხედრების მინდვრებია“, – აღნიშნავს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი.
რუსეთის ძალები ბახმუტის დაკავებას ივლისიდან ცდილობენ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ახლა მოსკოვი ფაქტობრივად აკონტროლებს ბახმუტში მიმავალ ორივე მთავარ გზას და დარჩენილია მხოლოდ ერთი ვიწრო გზა უკრაინის ძალების მომარაგებისთვის.
„ისინი ქალაქის დაკავებას ივლისიდან ცდილობენ. ახლა თანდათან ისინი იმარჯვებენ. მათ მეტი რესურსი აქვთ, ასე რომ, თუ იისნი გრძელვადიან თამაშს ითამაშებენ, ისინი გაიმარჯვებენ. ვერ ვიტყვი, რამდენი დრო დასჭირდება ამას. იქნებ, მათ რესურსი გაუთავდეთ. მე ამის დიდი იმედი მაქვს“, – ამბობს „ბიბისისთან“ ინტერვიუში 93-ე ბრიგადის პრესმდივანი ირინა.
„ისინი ჩვენს ალყაში მოქცევას ცდილობენ, რომ ქალაქი დავტოვოთ, თუმცა ეს არ მუშაობს. ქალაქი კონტროლის ქვეშ არის. ტრანსპორტი მოძრაობს უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის მიუხედავად. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დანაკრგი, თუმცა ჩვენ პოზიციებს ვინარჩუნებთ. ჩვენ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს – გავაგრძელოთ სვლა გამარჯვებისკენ“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი მეთაური იჰორი.
როგორც „ბიბისი“ წერს, თუკი ბახმუტის დამცველები უკან დაიხევენ, ეს რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს შეტევა დონეცკის ოლქის უფრო დიდ ქალაქებზე, როგორიცაა კრამატორსკი და სლავიანსკი.
კიდევ ერთი უკრაინელი მეთაური ვიქტორი მიიჩნევს, რომ ბახმუტში გამოფიტვამდე ბრძოლამ შეიძლება, შედეგად მოიტანოს ის, რომ ძალები სწორედ რუსებს ამოეწურებათ.
„ისინი არ იცავენ თავს, მხოლოდ თავს გვესხმიან. ისინი რაღაც მეტრებით მიიწევენ წინ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ ისე, რომ მათ რაც შეიძლება ცოტა ჩვენი მიწა დაიკავონ. ჩვენ აქ მტერს ვაკავებთ და ვფიტავთ მას“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო.
„ბიბისის“ ცნობით, ბახმუტში ამჟამად 5000-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დარჩენილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.