„ბიბისი“ - პანდემიის გამო, კომპანია „ნაიკი“ თანამშრომლებს ერთი კვირით დაასვენებს
„ბიბისი“ - პანდემიის გამო, კომპანია „ნაიკი“ თანამშრომლებს ერთი კვირით დაასვენებს

კომპანია „ნაიკი“ ორეგონის ოფისის ყველა თანამშრომელს სამსახურში დაბრუნებამდე ერთი კვირით დაასვენებს. როგორც „ნაიკის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, პანდემიის გამო თანამშრომლებს რთული წელი ჰქონდათ და მენტალური ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად დასვენება სჭირდებათ.

„გამოიყენეთ ეს დრო დასასვენებლად, სტრესისგან გასათავისუფლებლად და ახლობელი ადამიანების მონახულებისთვის“, – განაცხადეს „ნაიკში“.

მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სოციალური ქსელის „ლინკედინის“ ხელმძღვანელობამაც.

როგორც ბიბისი წერს, ამერიკელი დასაქმებულები დიდი ნაწილი გადაღლილია, რაც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება.