„ბიბისი“ - ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა 70 პროცენტით ეფექტურია
„ბიბისი“ - ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა 70 პროცენტით ეფექტურია

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა 70 პროცენტით ეფექტურია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისი“ ოქსფორდის უნივერსიტეტის შედეგებს ერთდროულად ტრიუმფად და იმედგაცრუებად აფასებს, რამდენადაც „პფაიზერისა“ და „მოდერნას“ მიერ შემუშავებული ვაქცინების ეფექტურობა 95 პროცენტია.

მათი თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა შედარებით იაფი ეღირება და მარტივად ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. შესაბამისად, მისი როლი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაინც მნიშვნელოვანი იქნება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ვაქცინაზე დაახლოებით 10 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წინასწარ 100 მილიონი ვაქცინის დოზა 50 მილიონი ადამიანისთვის უკვე შეუკვეთა.