„ბიბისი“ - ნიუ მექსიკოში დააკავეს რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელმაც  კონგრესის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დემოკრატების სახლებზე თავდასხმა დაგეგმა
„ბიბისი“ - ნიუ მექსიკოში დააკავეს რესპუბლიკელი კანდიდატი, რომელმაც კონგრესის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დემოკრატების სახლებზე თავდასხმა დაგეგმა

ნიუ მექსიკოში დააკავეს კონგრესის შუალედურ არჩევნებში დამარცხებული რესპუბლიკელი კანდიდატი სოლომონ პენა, რომელმაც დემოკრატების სახლებზე თავდასხმა დაგეგმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ინციდენტი ქალაქ ალბუკერკეში, ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდა.

გამოძიების ცნობით, 39 წლის სოლომონ პენა, რომელიც კონგრესის არჩევნებში დამარცხდა, ოთხ კაცს გაურიგდა და დემოკრატების საცხოვრებელი სახლებისთვის ცეცხლის გახსნა დაავალა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა.

პოლიცია ეჭვობდა, რომ თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. პენას დაკავება სატელეფონო მიყურადების, მოწმეებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად მოხერხდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმაში თავად რესპუბლიკელი კანდიდატიც მონაწილეობდა და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც.

ალბუკერკეს მერმა განაცხადა, რომ მსგავსი რადიკალიზაცია აშშ-ს საფრთხეს უქმნის.