„ბიბისი“ - მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კვლავ ფინეთი დასახელდა
„ბიბისი“ - მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კვლავ ფინეთი დასახელდა

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კვლავ ფინეთი დასახელდა, – ინფორმაციას „ბიბისი“ The World Happiness Report-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფინეთი უკვე მეოთხე წელია, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სათავეშია.

ამასთან, მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში მეორე ადგილს იკავებს დანია, შემდეგ შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები. სიის ათეულშია ახალი ზელანდიაც. ანგარიშში საქართველო 73-ე ადგილს იკავებს.

ანგარიშის ავტორებმა მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში 1 000 ადამიანი გამოჰკითხეს. მათ სთხოვეს 0-დან 10-ქულამდე შეეფასებინათ ცხოვრების ხარისხი.