„ბიბისი“ - მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შედეგად, კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა
„ბიბისი“ - მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შედეგად, კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შედეგად, კიდევ ორი პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პალესტინური მხარის ცნობით, 72-ით გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი, მათ შორის ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ რამალას შესასვლელთან ისრაელის თავდაცვის ძალებსა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკებებისას, ისრაელის ორი ჯარისკაცი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები დასავლეთ სანაპიროს გარკვეულ ტერიტორიებზე სარაკეტო თავდასხმის საშიშროების გამო საგანგებო ვითარებას აცხადებს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ოფისები მხოლოდ იმ ტერიტორიებზე იფუნქციონირებს, რომლებიც უსაფრთხო ზონაშია მოქცეული.