„ბიბისი“ – კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

23:56, 25.02.2026

კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული კატერიდან ცეცხლი გაუხნეს კუბის სანაპირო დაცვის გემს, რომელიც მათ ვინაობის დასაზუსტებლად მიუახლოვდა, რის შედეგადაც სანაპირო დაცვის გემის კაპიტანი დაშავდა. საპასუხოდ, კუბის სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს.

კუბის მთავრობა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი