„ბიბისი“ - კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო მასშტაბით ყოველი ხუთი მოქალაქიდან ოთხი არ მუშაობს
„ბიბისი“ - კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო მასშტაბით ყოველი ხუთი მოქალაქიდან ოთხი არ მუშაობს

„ბიბისის“ ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი არ მუშაობს. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნულ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის გამო მსოფლიოში დასაქმებულების 81 პროცენტი უსამსახუროდ დარჩა. ნაწილმა სამსახური დროებით, ხოლო ნაწილმა სამუდამოდ დაკარგა.

როგორც ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი ამბობს, „დასაქმებულები და ბიზნესი კატასტროფულ მდგომაროებაში არიან, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში“.

მისი თქმით, პრობლემის დასაძლევად აუცილებელია კოორდინირებული, სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში დასაქმებულების მიერ სამსახურში გატარებული საათების საერთო რაოდენობა 6,7 პროცენტით შემცირდება.
„ბიბისის“ ცნობით, ეს სრულ განაკვეთზე მომუშავე 195 მილიონი დასაქმებულის მიერ სამსახურში გატარებულ დროს უტოლდება.