„ბიბისი“ - ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნიტეტის განვითარება შეუძლია
„ბიბისი“ - ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა და იმუნიტეტის განვითარება შეუძლია

„ბიბისი“ წერს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა და ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსზე იმუნიტეტის განვითარება შეუძლია.

კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში 1077 ადამიანი მონაწილეობდა. მათ სისხლში ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები განვითარდა, რომელთაც ვირუსთან ბრძოლა შეუძლიათ.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ მიღწეული შედეგი იმედისმომცემია, თუმცა ჯერ უფრო ფართო კვლევებია ჩასატარებელი.

დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ვაქცინის 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.