„ბიბისი“ - ჯო ბაიდენი აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს
„ბიბისი“ - ჯო ბაიდენი აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს. „ბიბისის“ ცნობით, გეგმა გაზრდის გადასახადებს მდიდრების საინვესტიციო მოგებაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გაზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვთა ზრუნვის და განათლების დაფინანსებას, მაგრამ არ იქნება გამოყენებული ჯანდაცვისთვის.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ „ამერიკული საოჯახო გეგმა“, რომელსაც ბაიდენი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში სრულად გამოაქვეყნებს, გავლენას არ მოახდენს არც ერთ ოჯახზე, რომელსაც წელიწადში 400 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებლის 37 პროცენტიდან 39.6 პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. გეგმა ასევე თითქმის გააორმაგებს გადასახადებს 39.6 პროცენტამდე კაპიტალის მოგებაზე იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურად მილიონ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული გადასახადი ამჟამად 20 პროცენტს შეადგენს.