„ბიბისის“ ჟურნალისტი - იტალიელები ოჯახების გამოსაკვებად იბრძვიან
„ბიბისის“ ჟურნალისტი - იტალიელები ოჯახების გამოსაკვებად იბრძვიან

„ბიბისის“ ცნობით, იტალიელები ოჯახების გამოსაკვებად იბრძვიან. როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი ჯინ მაკენზი ყვება, მან გამოკითხა იტალიელების ნაწილი, რომელთაც საკვების შეძენა აღარ შეუძლიათ. ის ასევე შეხვდა იმ ადამიანებს, ვინც გაჭირვებულებს ეხმარება.

„ბიბისის“ ცნობით, იტალიაში უკვე ერთ თვეზე მეტია, მკაცრი კარანტინი მოქმედებს, რის გამოც მოქალაქეების ნაწილი არ მუშაობს.

„იტალიის მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების პირობა დადო. ხელისუფლება მოქალაქეების ხელფასების ნაწილი ანაზღაურებას გეგმავს, თუმცა მოსახლეობას ჯერ დახმარება არ მიუღია“, – წერს „ბიბისი“.