„ბიბისი“ - ისრაელსა და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია
„ბიბისი“ - ისრაელსა და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია

სააგენტო „ბიბისის“ ინფორმაციით, ისრაელსა და ღაზას სექტორში მოქმედ „ისლამურ ჯიჰადს“ შორის, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მოლაპარაკებები ეგვიპტის შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

რამდენიმედღიან დაპირისპირებას 32 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „აისის“ ფარგლებში, „ისლამური ჯიჰადის“ ორი მეთაური მოკლეს.

სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დაღუპულია ექვსი მცირეწლოვანი და დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. ჰუმანიტარული ვითარება კი, ღაზას სექტორში სულ უფრო მწვავდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოებს ორი დღის სამყოფი საწვავი აქვთ დარჩენილი, დენის გენერატორების უზრუნველსაყოფად.