„ბიბისი“ – ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში შენობა დაიბომბა, სადაც „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული [ვიდეო]

16:57, 15.05.2021
Gaza tower housing AP, Al Jazeera collapses after missile strike in Gaza city, May 15, 2021. REUTERS/Mohammed Salem     TPX IMAGES OF THE DAY

Gaza tower housing AP, Al Jazeera collapses after missile strike in Gaza city, May 15, 2021. REUTERS/Mohammed Salem TPX IMAGES OF THE DAY

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში ის შენობა დაიბომბა, რომელშიც საერთაშორისო მედიის ოფისები იყო განთავსებული. „ბიბისის“ ცნობით, საუბარია „ასოშიეთიდ პრესისა“ და „ალ-ჯაზირას“ ოფისებზე.

არსებული ინფორმაციით,  მოსალოდნელი სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გახდა ცნობილი, რის გამოც შენობაში მყოფი პირების ევაკუაცია ერთი საათით ადრე განხორციელდა.

ავიაიერიშის შედეგად დაზიანებული მრავალსართულიანი შენობა, სადაც საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული, ჩამოინგრა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ალ-ჯაზირის“ კორესპონდენტი შენობის ნგრევის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

მსგავსი