„ბიბისი“ - ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის
„ბიბისი“ - ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ისრაელის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამხედრო ძალების ნაწილი საზღვრის მიმართულებით გადაადგილდება, ეს მოსამზადებელი სვლაა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, ასევე გამოიძახეს არმიის 3 000 რეზერვისტი, საზღვარზე მყოფ სამხედროებს კი განუცხადეს, რომ ისინი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ.