„ბიბისი“ - ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი ნაპოვნია
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი იპოვეს, – ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა ირანულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კარგი სიტუაცია არ არის. ასევე, არ სახელდება ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილი.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის მგზავრებს შორის, პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც იყო. ამასთან, მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი „მძიმედ დაეშვა“. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.