„ბიბისი“ - იორდანიაში „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“ გამოძიების ფარგლებში მეფის ყოფილი მრჩეველი და სამეფო ოჯახის წევრი დააკავეს
„ბიბისი“ - იორდანიაში „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“ გამოძიების ფარგლებში მეფის ყოფილი მრჩეველი და სამეფო ოჯახის წევრი დააკავეს

იორდანიაში „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული“ გამოძიების ფარგლებში მეფის ყოფილი მრჩეველი და სამეფო ოჯახის წევრი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საუბარია ყოფილ ფინანსთა მინისტრ ბასემ ავადალაზე და სამეფო ოჯახის წევრ შარიფ ჰასან ბინ ზაიდზე.

ამასთან, სამხედროები უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამავე მიზეზით დააკავეს მეფის ნახევარძმა ჰამზა ბინ ჰუსეინი. თუმცა, როგორც იუწყებიან მას მოუწოდეს, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება.

ამასთან, როგორც გამოცემა „ალ მაიადინი“ იუწყება, იორდანიაში „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, რაც მეფის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად“.