„ბიბისი“ - ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს შორის აშშ-ის მოქალაქეც არის
„ბიბისი“ - ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს შორის აშშ-ის მოქალაქეც არის

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს შორის აშშ-ის მოქალაქეც არის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, სამართალდამცავებმა პრეზიდენტის მკვლელობაში მონაწილე ოთხი ადამიანის ლიკვიდაცია შეძლეს, ხოლო კიდევ ექვსი პირი დაკავებულია, მათ შორის სავარაუდოდ, არის აშშ-ის მოქალაქე.

ამასთან, ჯერ უცნობია, დასრულდა თუ არა პრეზიდენტის მკვლელების დასაკავებლად მიმდინარე სპეცოპერაცია.

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოია 7 ივლისს საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს. ჰაიტის პირველი ლედი დაჭრილია. ის სამკურნალოდ მაიამიში გადაიყვანეს.