„ბიბისი“ - ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი პირი, დაშავებულია 100-მდე ადამიანი
„ბიბისი“ - ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი პირი, დაშავებულია 100-მდე ადამიანი

ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრში სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი პირი, დაშავებულია 100-მდე ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

თვითმხილველებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ცეცხლი ჯერ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს, რომელთაც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელი ამარაგებს, შემდეგ კი – ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა.

ამასთან, მედიის ცნობით, აღნიშნული პალესტინელი შეიარაღებული პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმებში არიან, ისრაელის ძალებთან ერთად მოქმედებენ და მათ სიახლოვეს ოპერირებენ.

ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან თავდასხმების შედეგად 127 ადამიანია დაღუპული, 1 287 კი – დაშავებული.