„ბიბისი“ - ემანუელ მაკრონმა მუსლიმებს 15-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება მოსთხოვა
„ბიბისი“ - ემანუელ მაკრონმა მუსლიმებს 15-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება მოსთხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა მუსლიმებს 15-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება მოსთხოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი მუსლიმ სასულიერო პირებს შეხვდა და „რესპუბლიკური ღირებულებების ქარტიის“ მიღება სთხოვა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რადიკალური ისლამის წინააღმდეგ მიმართული ფართო სტრატეგიის ნაწილია.

„ბიბისი“ ცნობით, საფრანგეთის ლიდერმა „,საფრანგეთის მუსლიმთა საბჭოს“ წევრებს 15 დღიანი ულტიმატუმი მისცა, რათა ისინი ქარტიას დაეთანხმონ.

ქარტიაში ნათქვამია, რომ ისლამი რელიგიაა და არა პოლიტიკური მოძრაობა, ასევე მუსლიმურ ჯგუფებში „უცხოეთიდან ჩარევა“ აკრძალული იქნება.

„ბიბისის“ ცნობით, დოკუმენტის მიხედვით „საფრანგეთის მუსლიმთა საბჭო“ დათანხმდა იმამთა ეროვნული საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იმამების აკრედიტაციის პროცესს წარუძღვება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რადიკალურ ისლამის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი თავდასხმა მოხდა.

მარკონის თქმით, ხელისუფლება ასევე მიიღებს ზომებს „ისლამური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ. ეს ზომები ითვალისწინებს კანონპროექტის მიღება, რომელიც მოქალაქე რადიკალიზაციის აღკვეთას ისახავს მიზნად.

პროექტის მიხედვით, ბავშვები განათლებას სახლში ვეღარ მიიღებენ და ეს კანონით იქნება აკრძალული, ხოლო დამრღვევ მშობლებს ჯარიმას დააკისრებენ.

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის პროექტს 9 დეკემბერს განიხილავს.