„ბიბისი“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის გათავისუფლება პირადად მოითხოვა
„ბიბისი“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის გათავისუფლება პირადად მოითხოვა

დონალდ ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის გათავისუფლება პირადად მოითხოვა, – როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს სპონსორებთან სადილზე გააკეთა, რომლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ამერიკულმა მედიამ გაავრცელა.

ჩანაწერში ტრამპის გარდა ფიგურირებს წარმოშობით უკრაინელი ბიზნესმენი ლევ პარნასი, რომელიც უკრაინაში აშშ-ის ელჩ მარი იოვანოვიჩს „ყველაზე დიდი პრობლემას“ უწოდებს.

„ის ყველგან დადის და ამბობს, აი, ცოტაც დაიცადეთ, ტრამპს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ, უბრალოდ დაიცადეთ“, – ამბობს პარნასი.

ამის შემდეგ ისმის დონალდ ტრამპის ხმა, რომელიც აცხადებს: „თავიდან მოიცილეთ, ხვალვე გააგდეთ! ჩემთვის სულერთია, მაგრამ ხვალვე გააგდეთ! შეასრულეთ!“

როგორც „ბიბისი“ წერს, სკანდალური ჩანაწერი ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ყოფილმა პარტნიორმა, ამერიკელმა ბიზნესმენმა, იგორ ფრუმენმა გააკეთა. შემდეგ ეს ვიდეო სენატს ლევ პარნასმა გადასცა.

თავად ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინელ ბიზნესმენ ლევ პარნასს, რომელიც ჯულიანის თანაშემწეც იყო, არ იცნობს. ​პარნასი „რესპუბლიკური“ პარტიის შემომწირველია. ის ამტკიცებს, რომ ტრამპის ადვოკატის დავალებით კიევში გააგზავნეს, რათა მას უკრაინის პოლიტიკოსები ეიძულებინა ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

ფრუმენი და პარნასი აშშ-ში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. მათ არჩევნების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევაში დასდეს ბრალი.

„დემოკრატები“ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გზით პრეზიდენტ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ, რათა ამ უკანასკნელს აშშ-ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.

აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩი 2019 წელს ამ დრომდე უცნობი მიზეზებით გაიწვიეს.

ტრამპის იმპიჩმენტის ფარგლებში, სენატში მიცემულ ჩვენებაში იოვანოვიჩმა განაცხადა, რომ მისი „თავიდან მოშორება გავლენიან უკრაინელ პოლიტიკოსებს სურდათ, რადგან ის უკრაინაში კორუფციას ებრძოდა“. დიპლომატის თქმით, „ის გაოგნებული იყო, რომ მის მტრებს ტრამპის ადმინისტრაციაში მხარი დაუჭირეს“.

კონგრესში გამოსვლის დროს იოვანოვიჩმა უარყო ბრალდება, რომ ის ტრამპის მიმართ არალოიალური იყო.

თავად ტრამპი აცხადებდა, რომ „უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი კიევში მისი პორტრეტის ჩამოკიდებაზე უარს აცხადებდა“.