დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაყალბების საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე პირადად არ წარდგება
დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაყალბების საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე პირადად არ წარდგება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგების გაყალბების საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომავალ კვირას ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე პირადად არ წარდგება.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„მესმის რა ჩემი უფლებები, აღნიშნულით მე თავისუფლად და ნებაყოფლობით უარს ვამბობ ჩემს უფლებაზე, დავესწრო ბრალის წარდგენას და უფლებაზე, წამიკითხონ ის მე ღია სასამართლო სხდომაზე“, – ნათქვამია სასამართლოში წარდენილ დოკუმენტში.

ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების საქმეზე, დონალდ ტრამპთან ერთად, ბრალდებულებს შორის კიდევ 18 პირია. გასულ კვირას ყოფილი პრეზიდენტი ატლანტაში ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა, სადაც მას პატიმრის ანკეტა შეუვსეს, ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. დონალდ ტრამპი 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დონალდ ტრამპი დანაშაულის ჩადენას უარყოფს და მის წინააღმდეგ ამ და სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეს პოლიტიკურად მოტივრებულად მიიჩნევს.