„ბიბისი“ - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა
„ბიბისი“ - ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან, ქალაქ კესონთან ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეაში, საზღვართან მდებარე სამეკავშირეო ოფისი 2018 წელს გაიხსნა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, იანვრის შემდეგ ოფისი ცარიელი იყო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სეულსა და ფხენიანს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებში ესკალაცია შეინიშნებოდა. ამის მიზეზი სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო გზავნილების გაგზავნა გახდა. როგორც „ბიბისი“ წერს, გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და სამეკავშირეო ოფისის განადგურებით დაიმუქრა.