„ბიბისი“ - ბრიტანეთის პოლიციამ რედინგის პარკში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ლიბიელი მამაკაცი დააკავა
„ბიბისი“ - ბრიტანეთის პოლიციამ რედინგის პარკში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ლიბიელი მამაკაცი დააკავა

ბრიტანეთის პოლიციამ რედინგის პარკში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ლიბიელი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამართალდამცავები ადასტურებენ, რომ ქალაქის პარკში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. კიდევ სამი დაიჭრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი რედინგის პარკში მოხდა. დაკავებულია 25 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ წარმოშობით ლიბიელია. ბრიტანეთის პოლიცია ინციდენტს პირველ ეტაპზე შემთხვევით თავდასხმად განიხილავს.

​რედინგის პარკში, სადაც თავდასხმა განხორციელდა, რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქცია დევიზით, „შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ გაიმართა.