„ბიბისი“ - „ბრექსითის“ შემდეგ, ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თევზჭერის უფლებების გამო ახალი დაძაბულობა წარმოიშვა
„ბიბისი“ - „ბრექსითის“ შემდეგ, ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თევზჭერის უფლებების გამო ახალი დაძაბულობა წარმოიშვა

„ბრექსითის“ შემდეგ, ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თევზჭერის უფლებების გამო ახალი დაძაბულობა წარმოიშვა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განაცხადებების ბოლო რაუნდში, დიდმა ბრიტანეთმა მის ტერიტორიულ წყლებში თევზაობისთვის მცირე ზომის გემებზე 47 სატენდერო წინადადებიდან მხოლოდ 12 ლიცენზია გასცა.

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ფრანგული თევზაობა ბრიტანელებმა პოლიტიკური მიზნებისთვის მძევლად არ უნდა აიყვანონ“.

ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის განიხილება დამატებითი მტკიცებულებები თევზჭერის უფლებებზე დარჩენილი წინადადებების მხარდასაჭერად. საერთო ჯამში, დიდმა ბრიტანეთმა გასცა 117 ევროკავშირის ლიცენზია მის ტერიტორიულ წყლებში თევზაობისთვის და ევროკავშირის თითქმის 1 700 ხომალდს აქვს ლიცენზირებული თევზაობის უფლება დიდი ბრიტანეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც სანაპიროდან 200 საზღვაო მილის მანძილზე ვრცელდება.