„ბიბისი“ – ბრაზილიაში არეულობის მოწყობისთვის დაკავებულ, სულ მცირე, 1 200 ადამიანს ბრალს წარუდგენენ
ბრაზილიის კონგრესში შეჭრისა და არეულობის მოწყობისთვის 1500-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთაგან, სულ მცირე, 1200-ს სამართალდამცველები მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ბრალს წარუდგნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულები ამჟამად ძირითადად ბრაზილიის სამხედრო აკადემიაში ჰყავთ განთავსებული, ნაწილი კი სხვადასხვა დაწესებულებაში გადაანაწილეს. გამოძიების ფარგლებში გამორიცხული არ არის, რომ დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
არეულობა ბრაზილიაში 8 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ჯერ – საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოსა და პრეზიდენტის სასახლეში შტურმით შეიჭრნენ.