„ბიბისი“ - ბოლო რვა თვეში აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე დაკავებული ექვსი მოზარდი გარდაიცვალა
„ბიბისი“ - ბოლო რვა თვეში აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე დაკავებული ექვსი მოზარდი გარდაიცვალა

აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე 10 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება. სალვადორელი მიგრანტი მოზარდი ამერიკელმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინციდენტი შარშან მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ახლა გავრცელდა. როგორც გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, ბოლო რვა თვეში ეს აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე დაკავებული მოზარდების გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, მოზარდს გულის დაავადება ჰქონდა და ის ნებრასკას საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიებას დემოკრატული პარტიის წევრები ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას ითხოვს, რაც მისი გეგმის მიხედვით, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან აშშ-ში მიმავალ მიგრანტების ნაკადს შეამცირებს.

დატოვე კომენტარი