„ბიბისი“ - ბელგიელი სამართალდამცველები შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს
„ბიბისი“ - ბელგიელი სამართალდამცველები შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიელი სამართალდამცველები შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ, რომელიც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა არსენალიდან ცეცხლსასროლი იარაღი გაიტანა. ეჭვმიტანილი სროლაში შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორი 46 წლის იურგენ კონინგსია.

„ბიბისი“ იუწყება, რომ წარსულში ის ვირუსოლოგ მარკ ვან რანსტს ემუქრებოდა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ბელგიის წამყვანი სპეციალისტია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვირუსოლოგი მის ოჯახთან ერთად უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

ნიდერლანდების საზღვართან, ეროვნულ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 350-მდე პოლიციელია მობილიზებული. სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი შესაძლოა, სხვა პირებს ან დაწესებულებსაც დაესხას თავს, რის გამოც ვითარება საფრთხის უმაღლესი დონედ არის შეფასებული.