„ბიბისი” - ავსტრალიური ავიაკომპანიის, Qantas-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერთავდასხმის შედეგად ექვს მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს
„ბიბისი” - ავსტრალიური ავიაკომპანიის, Qantas-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერთავდასხმის შედეგად ექვს მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს

ავსტრალიური ავიაკომპანიის, Qantas-ის მონაცემთა ბაზაზე კიბერთავდასხმის შედეგად ექვს მილიონამდე მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს.

ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ აღმოაჩინა „უჩვეულო აქტივობა“ იმ პლატფორმაზე, რომელსაც მისი საკონტაქტო ცენტრი იყენებს ექვსი მილიონი ადამიანის მონაცემების შესანახად. დარღვეული მონაცემები მოიცავს: სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს, ხშირი მგზავრების პირადობის ნომრებს.

დარღვევის აღმოჩენისთანავე, Qantas-მა „დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და შეზღუდა სისტემაზე წვდომა. კომპანია ჯერ კიდევ იძიებს დარღვევის სრულ მასშტაბს, მაგრამ ელოდება, რომ მოპარული მონაცემების წილი იქნება „მნიშვნელოვანი“.

კომპანიამ საზოგადოებას დაუდასტურა, რომ საპასპორტო დეტალები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი ფინანსური ინფორმაცია, ხშირი მგზავრების ანგარიშები და პაროლები სისტემაში შენახული არ ყოფილა.

„ჩვენ გულწრფელად ვუხდით ბოდიშს ჩვენს მომხმარებლებს და ვაცნობიერებთ იმ გაურკვევლობას, რასაც ეს გამოიწვევს“, – განაცხადა Qantas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანესა ჰადსონმა.