„ბიბისი“ – აშშ-ში, კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ეჭვმიტანილი დაკავებულია

02:31, 10.12.2025

აშშ-ში, კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ოფიციალური პირების ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კამპუსში 2 200-ზე მეტი სტუდენტი და 450 თანამშრომელი ცხოვრობს. ინციდენტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი