„ბიბისი“ – აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი შემცირდა

10:54, 15.06.2026

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასი შემცირდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, „ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 4.3%-ით შემცირდა და ბარელზე 83.55 დოლარი შეადგინა. ამერიკული ნავთობის ფასი კი 4.9%-ით დაეცა და ბარელზე 80.74 დოლარი გახდა.

ცნობისთვის, ნავთობის ღირებულება მას შემდეგ შემცირდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.

მსგავსი