„ბიბისი“ - აშშ-მა სირიაში თავდასხმები ირანის იარაღის საწყობებზე განახორციელა 
„ბიბისი“ - აშშ-მა სირიაში თავდასხმები ირანის იარაღის საწყობებზე განახორციელა 

აშშ-ის მიერ სირიაში დარტყმები ირანის იარაღის საწყობებზე განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე, რომლებსაც ირანული ძალები იყენებდნენ.

„ბიბისი“ წერს, რომ თავდასხმა ადგილობრივი დროით 04:30 საათზე, ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აბუ კამალთან, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებითა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით მოხდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-მა, ჯო ბაიდენის მითითებით, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყა. მათივე განმარტებით, თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში 17 ოქტომბერს დაწყებულ წარუმატებელ თავდასხმების სერიაზე.