„ბიბისი“ ახალი ამბების განყოფილებაში სამუშაო ადგილების რაოდენობას 450-ით შეამცირებს
„ბიბისი“ ახალი ამბების განყოფილებაში სამუშაო ადგილების რაოდენობას 450-ით შეამცირებს

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბიბისი“ (BBC) ახალი ამბების განყოფილებაში სამუშაო ადგილების რაოდენობას 450-ით შეამცირებს. საკადრო ცვლილებები ახალი სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია 2022 წლისთვის 80 მილიონი ფუნტის (103 მილიონი დოლარის) დაზოგვა.

კერძოდ, დაიხურება დილის გადაცემა, რომელიც სოციალურ თემებზე მწვავე რეპორტაჟებით არის ცნობილი. ასევე, საღამოს ანალიტიკური ტელეგადაცემა „ნიუს ნაითი“, რომელიც საგამოძიებო მასალებსაც მოიცავდა. კადრების შემცირება შეეხება „ბიბისის“ „რადიო 5“-საც. ასევე დაიხურება გადაცემა „ვორლდ აფდეიტი“.

ყველა ცვლილება ეხება „ბიბისი ნიუსს“, სადაც ამჟამად 6 000 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 1 700 ჟურნალისტი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ. კადრების შემცირების შემდეგ, „ბიბისი ნიუსის“ ბიუჯეტი წელიწადში 480 მილიონი ფუნტი (625 მილიონი დოლარი) იქნება.

შტატების შემცირებას მოყვება ახალი ამბების განყოფილებაში სტრუქტურული ცვლილებებიც.