ბიატლონი - ესტაფეტა კაცებში ნორვეგიამ, ქალებში კი გერმანიამ მოიგო
ბიატლონი - ესტაფეტა კაცებში ნორვეგიამ, ქალებში კი გერმანიამ მოიგო

კანადურ ქალაქ კენმორში მიმდინარე მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპზე ორი რბოლა, ესტაფეტა კაცებში 4X7.5 კმ-ზე და ესტაფეტა ქალებში 4X6 კმ-ზე გაიმართა.

კაცების რბოლა ნორვეგიის ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო, მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრები იყო, მესამეზე კი რუსეთი გავიდა. ქალების ესტაფეტა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა, მეორე ნორვეგია იყო, მესამე ადგილი კი საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა.

შეგახსენებთ,რომ მსოფლიო თასის მეშვიდე ეტაპზე, კანადურ კენმორში, შემდეგი რბოლები ხვალ გაიმართება. სპრინტში ერთმანეთს კაცები 10კმ-ზე და ქალები 7.5კმ-ზე გაეჯიბრიებიან.