ბიანკა ანდრეესკუ - სერენა რეკორდის დამხობა მინდა
ბიანკა ანდრეესკუ - სერენა რეკორდის დამხობა მინდა

ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ საკუთარ მიზნებსა და სეზონის განახლების შესაძლებლობებზე ილაპარაკა.

„მინდა გავუსწრო სერენა უილიამსს და მისი რეკორდი დავამხო. შესაძლოა, კრის ევერტისა და მარგარეტ კორტის რეკორდებსაც შევეჭიდო. მიყვარს დიდი ოცნებების დასახვა. ყოველთვის 150 პროცენტით ვიხარჯები, მსურს საუკეთესო ვიყო. საკუთარი კარიერის გამო, არა ერთი მსხვერპლი გავიღე.

რაც შეეხება სეზონის განახლებას, არ მიფიქრია, რომ ჩოგბურთი ასე სწრაფად დაბრუნდებოდა, რადგან ეს სპორტის საერთაშორისო სახეობაა. მიუხედავად ამისა, მოხარული ვიქნები ისევ გავიდე კორტზე და ტიტულის დაცვისთვის ვიბრძოლო.

მჯერა, რომ ორგანიზატორები ყველა ღონეს იხმარეს მოთამაშეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩოგბურთის დაბრუნების დროა“, – მოჰყავს ანდრეესკუ სიტყვები CNN-ს.