ბეთლემში მაიკ პენსის პლაკატები დაწვეს
ბეთლემში მაიკ პენსის პლაკატები დაწვეს

პალესტინელების მცირე ჯგუფმა ბეთლემში პროტესტის ნიშნად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პლაკატები დაწვა.
დაახლოებით 30 ადამიანი იესოს დაბადების ადგილას სანთლებით ხელში შეიკრიბა, მათ პენსის სურათებს ცეცხლი წაუკიდეს.
სურათებზე წარწერა იყო, – „ბეთლემი იღებს მშვიდობის მოციქულებს და არა ომის მოციქულებს“.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კვირის განმავლობაში რეგიონში ჩასვლას გეგმავს, რასაც პალესტინელები არ მიესალმებიან.

უკვე ცნობილია, რომ ვიზიტის დროს პენსს არ შეხვდება პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც.