„ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა
„ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა

ძველ თბილისში უკვე ტრადიციად ქცეული „ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა.

ფესტივალი ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს. ყოველ წელს ადგილობრივი მოსახლეობა და ფესტივალის მონაწილეები ბეთლემის ქუჩა-კიბეზე საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ.

ოთხსაათიანი პროგრამა ხელნაკეთი ნივთებისა და ფერწერული ტილოების გამოფენა-გაყიდვას, ბავშვებისათვის გასართობ ღონისძიებებს და მუსიკალურ ნომრებს მოიცავდა. საღამოს ბოლოს კი ფილმის „ბეთლემის უბანი კინემატოგრაფიაში“ ჩვენება გაიმართა.

ფესტივალს ტრადიცია 2011 წელს „ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის“ პროექტის ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ICOMOS საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაეყარა.