„ბეტისს“ ბურჯანაძის 9 ქულა „ბრეოგანთან“ გამარჯვებისთვის არ ეყო [ვიდეო] #1TVSPORT
წარუმატებელი გამოდგა ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტური საქართველოს ნაკრების კალათბურთელებისთვის. გამარჯვება ვერც ერთის გუნდმა მოახერხა.
ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ „ბრეოგანს“ ესტუმრა და 65:97 დათმო. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მასპინძლებმა 35:16 მოიგეს.
ბექამ 17 წუთი იამაშა და საკმაოდ შედეგიანიც იყო: 9 ქულა (5/2 ორქულიანი, 6/5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი.
შინ დამარცხდა საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერის, თად მაკფადენის „მურსია“. მან გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბთან, „უნიკახასთან“ 79:84 დათმო.
თადმა 21 წუთში 5 ორქულიანი, 6 სამიანი და 2 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო და მატჩი 12 ქულით დაასრულა.
რაც შეეხება გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“, მისი მეტოქე მადრიდის „რეალი“ იყო. ქართველი ცენტრი ტრავმირებულია (წელი აწუხებს) და უახლოეს მატჩებში კუნძულელებს ვერ დაეხმარება. მის გარეშე „ტენერიფემ“ „რეალთან“ 77:86 დამარცხდა.