„ბეტისმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ბეტისმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში სტუმრად „ბილბაოსთან“ (0:1) წაგების შემდეგ, „ბეტისის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუბის (ჟოან ფრანსესკ ფერერი) გადაყენების შესახებ განაცხადა.

მის ადგილს ალექსის ტრუხილიო დაიკავებს და გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ის ერთხელ უკვე წვრთნიდა „ბეტისს“ – 2016-17 წლების სეზონის ბოლო ორ მატჩში. ტრუხილიო „ბეტისის“ ყოფილი კაპიტანია. ამ გუნდში ის 1993-2000 წლებში თამაშობდა.

სეზონის განახლების შემდეგ, „ბეტისმა“ სამი მატჩიდან ორჯერ წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა. სევილიელები 34 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას რვა ქულით არიან დაცილებულნი.