„ბეშიქთაშში“ ზურიკო დავითაშვილის ალტერნატივაც მონახეს #1TVSPORT
„ბეშიქთაშში“ ზურიკო დავითაშვილის ალტერნატივაც მონახეს #1TVSPORT

თურქული ფეხბურთის გრანდის, „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი უპირველესად ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე იმუშავებს, თუმცა „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და კლუბში ალტერნატიულ კანდიდატებსაც განიხილავენ, – ამის შესახებ თურქი ჟურნალისტი ბურაკ ალაჯა წერს.

საქმე ისაა, რომ „ბეშიქთაში“ იტალიელმა სპეციალისტმა, ვინჩენცო იტალიანომ ჩაიბარა. თურქული მედიის მტკიცებით, სტამბოლური კლუბის ახალმა მწვრთნელმა წინამორბედისა და სპორტული დირექტორის მიერ დატოვებულ სატრანსფერო სიაზე უარი თქვა.

იტალიანოს ფავორიტი მარცხენა ფლანგზე „ბოლონიის“ ფეხბურთელი ჯონათან როუა, რომლის მენეჯერმაც, თუ გამოცემას დავუჯერებთ, „ბეშიქთაშთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

თავად თურქი ჟურნალისტი ქართველის კანდიდატურას ემხრობა: „მარცხენა ფლანგისთვის ყველაზე გონივრული სამიზნე ზურიკო დავითაშვილი იქნებოდა. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია და რადგან „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში ვერ მოხვდა, მისი ტრანსფერი, შესაძლოა, უფრო ადვილი აღმოჩნდეს“.