ბერულავა-საფინას წყვილი მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველია  [ვიდეო] #1TVSPORT

ესტონეთში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრებაში საქართველოს წევრებიც მონაწილეობენ.

კარგად შეასრულეს მოკლე პროგრამა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც 67.77 ქულით ათეულის სათავეში მოექცნენ. ჩვენებს ჩემპიონატის ფავორიტებად მიიჩნევენ და არცთუ უსაფუძვლოდ – საფინა და ბერულავა წლეულს უფროსების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მეოთხე ადგილებზე გავიდნენ, ხოლო პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მეცხრე შედეგი აჩვენეს.

მეორე-მესამე ადგილებს ანასტასია გოლუბევაჰეკტორ გიოტოპულოსი მური (ავსტრალია, 61.72), ანასტასია სმირნოვა და დანილო სიანიცია (აშშ, 60.38) იყოფენ.

ამ სახეობაში მედალოსანთა ვინაობას 15 აპრილს შევიტყობთ. ამავე დღეს რიტმულ ცეკვებს შეასრულებენ საქართველოს ნაკრების წევრები – იულია ლებედევა-ბითაძე და დიმიტრი პარხომენკო.

ვაჟებში მოკლე პროგრამით 14 აპრილს 24 საუკეთესოში მოსახვედრად იბრძოდა 14 წლის ქართველი დებიუტანტი კონსტანტინე სუპატაშვილიმსაჯებისგან მან 59.38 ქულა დაიმსახურა, რამაც ჭაბუკ სპორტსმენს მხოლოდ 21-ე ადგილი მოუტანა და 16 აპრილს ფინალში თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის უფლება მოიპოვა.