ფიგურული ციგურაობა | საფინამ და ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში 24 მარტს მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა – სპორტული წყვილები თავისუფალი პროგრამით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა – 18 წლის კარინა საფინამ და 19 წლის ლუკა ბერულავამ, რომლებმაც მსგავს შეჯიბრებაზე პირველად მოსინჯეს ძალები, მოკლე პროგრამა თითქმის უშეცდომოდ შეასრულეს და თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენეს – 67.36 ქულა, რამაც დებიუტანტებს 14 წყვილს შორის მე-4 ადგილი მოუტანა. საფინა და ბერულავა თავისუფალი პროგრამითაც კარგად გამოვიდნენ და ორი პროგრამის ჯამში 191.74 ქულა მოაგროვეს, რამაც ჩვენებურებს მე-4 ადგილი შეუნარჩუნა. ახალგაზრდა დუეტისთვის ეს ნამდვილად კარგი შედეგია.

მსოფლიოს ჩემპიონობა ამერიკელებმა ალექსა კნირიმმა და ბრენდონ ფრეზერმა მოიპოვეს.