ბერნი სანდერსმა აიოვას შტატში, დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
ბერნი სანდერსმა აიოვას შტატში, დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

ბერნი სანდერსმა აიოვას შტატში გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში გამარჯვებულად გამოაცხადა თავი.

წინასწარი შედგების მიხედვით, დემოკრატიული პარტიის აქტივისტების ხმათა 28.6 პროცენტი სანდერსმა მიიღო. თუმცა, ამ ეტაპზე დათვლილია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 40 პროცენტი. ბერნი სანდერსის გამარჯვების შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბმა გაავრცელა.

მათი მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქალაქ საუთ ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტეჯეჯი. სანდერსის შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მას 25,7 პროცენტი აქვს. მესამე ადგილზეა ელიზაბეთ უორენი 18,4 პროცენტით, ხოლო ბაიდენმა 15,1 პროცენტი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ აიოვას შტატში გამართული შიდაპარტიული კრების, ე.წ. კოკუსის ოფიციალური შედეგები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელთა თქმით, შედეგების გამოქვეყნება სამ სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილი შეუსაბამობის გამო გაჭიანურდა. მათივე თქმით, ჰაკერული თავდასხმა ამ ეტაპზე გამორიცხულია.

რაც შეეხება აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კოკუსს, დამაჯერებელი გამარჯვება დონალდ ტრამპა მოიპოვა. მან პარტიის აქტივისტების ხმების 97 პროცენტი მიიღო.

მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.

დატოვე კომენტარი