ბერნარდო სილვას მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იძიებს
18:30, 27.09.2019
პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ არ უნახავს ბერნარდო სილვას მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც პორტუგალიელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი ბენამჟამინ მენდი, რომელსაც შავი მაისური და შარვალი აცვია, მთლიანად შიშველია.
„ამწუთას მე ვნახე მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც მთლიანად შიშველია“, – ამბობს ვიდეოში სილვა, შემდეგ კი შავებში ჩაცმულ მენდის ხვდება და ეკითხება: „გამარჯობა, ბენ, რატომ არაფერი გაცვია?“ რაზეც მენდი, როგორც ვიდეოში ჩანს, ხუმრობითვე პასუხობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერნარდო სილვა მსგავს ხუმრობაშია შემჩნეული. ცოტა ხნის წინ, მან მენდი ესპანური ტბილეულის, „კონგიტოსის“ შეფუთვაზე გამოსახულ შოკოლადის არსებას შეადარა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ამ ხუმრობაში რასიზმის ნიშნები დაინახა და გამოძიებას ატარებს, თავად ბერნარდო სილვამ კი განაცხადა, რომ მეგობართან ხუმრობას მას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ვიდეო სოციალური ქსელიდან მაინც წაშალა.