ბერნარ კენტენი - ნაადრევია საუბარი ევროკავშირისგან რაიმე ქმედებებზე, სანქციები უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ბელგიაში, არამედ კოლეგებთანაც, მხოლოდ ბელგიის მიერ ზომების გატარება უაზრობა იქნება
შეშფოთებული ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით, – ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კენტენიმ განაცხადა.
„ჩვენ ვადევნებთ თვალყურს სიტუაციას. ჩვენ შეშფოთებული ვართ მოვლენების განვითარებით. ახლა ძალიან ნაადრევია საუბარი ევროკავშირის მხრიდან რაიმე სახის ქმედებებზე, თუმცა ამაზე ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, დადგა თუ არა დრო, სანქციები დაუწესდეს „ქართულ ოცნებას“, ბერნარ კენტენიმ უპასუხა, რომ „ეს უნდა განიხილონ“.
„ეს უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ბელგიაში, არამედ კოლეგებთანაც. უაზრობა იქნება მხოლოდ ბელგიის მიერ ზომების გატარება“, – აღნიშნა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.