ბერლინში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულმა ჯგუფმა დემონსტრაცია გამართა, პარალელურად, ქალაქში ნეონაცისტების წინააღმდეგ მემარცხენე ჯგუფებმა 15-მდე კონტრაქცია მოაწყვეს
ბერლინში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულმა ჯგუფმა დემონსტრაცია გამართა სახელწოდებით: „კანონისა და წესრიგისთვის ულტრამემარცხენე ექსტრემიზმისა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ“. მსვლელობას 850-მდე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა აქციის ორგანიზატორებს მისი ნაადრევად დასრულება მოუწიათ, რადგან, პარალელურად, ქალაქში ნეონაცისტების წინააღმდეგ მემარცხენე ჯგუფებმა 15-მდე კონტრაქცია მოაწყვეს.
კონტრაქციისას ადგილი ჰქონდა სამართალდამცველებთან მცირე დაპირისპირებებს, რის გამოც 100-მდე ადამიანი დააკავეს. კონტრაქციებში, სამართალდამცველების შეფასებით, 2000-დან 5000-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ნეონაცისტების მიერ ეს უკვე რიგით მესამე და ყველაზე მრავალრიცხოვანი მსვლელობაა დეკემბრის შემდეგ.
მარტში გამართულ აქციას – 150-მდე, ხოლო დეკემბერში ჩატარებულს 60-მდე ადამიანი დაესწრო.